მედია: სტარმერი მზად არის, ბრიტანული ჯარები უკრაინაში წლების განმავლობაში განათავსოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაური, კირ სტარმერი მზადაა, ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი უკრაინაში წლების განმავლობაში განათავსოს, – ამის შესახებ უკრაინული მედია The Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, აღნიშნულის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება და ქვეყანაში რუსეთის მორიგი შეჭრის შეჩერებაა.

როგორც გაზეთი წერს, სტარმერი მზად არის, განუსაზღვრელი ვალდებულება აიღოს ბრიტანეთის ჯარების განლაგებაზე იმდენი ხნით, რამდენიც დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობის შესანარჩუნებლად დასჭირდება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა იმის თქმაზე, ექნება თუ არა სამშვიდობო ძალებს უფლება, ცეცხლი გაუხსნას რუს ჯარისკაცებს მაშინ, თუ ისინი თავს დაესხმებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები