„ტრამპი ორიენტირებულია მშვიდობაზე“ – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობაზეა ორიენტირებული და უპრეცედენტო პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა NDTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიოდ უყურებს ამ კონფლიქტს. მან ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და პრიორიტეტი, რომელიც არის ამ ომის დასრულება. ის მშვიდობაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.