ჰოსპიტალიზირებული მოხუცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

  სამტრედიის სათნოების სახლის ცხრა მოხუცებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ მკურნალობის კურსს გადის. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობა სტაბილურია. ცნობილია ანალიზების შედეგები, რომლის მიხედვითაც ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის არსებობა არ დასტურდება. ექიმები აცხადებენ, რომ მოხუცების ნაწილს A ტიპის ვირუსი, ნაწილს კი სეზონური სურდოს დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები