მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც ბოჭორიშვილმა სტამბოლში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.
ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური, მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას.