მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 11 ივნისს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.
„შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, რადგან ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება 11 ივნისს შეხვდება.