მიმდინარე წელს საქართველოდან განხორციელებულმა კარტოფილის ექსპორტმა 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, კარტოფილის, მცირე რაოდენობა – 932 ტონა იყო ექსპორტირებული.

ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (14 049 ტონა), აზერბაიჯანი (10 534 ტონა) და სომხეთი (2 183 ტონა).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები