შოთა თხელიძე: რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ – პირველი ეს არის უკრაინის შემთხვევა
„რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის ამ შემთხვევაში უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩაერთოს.
„აქამდე, ბოლო 30 წელი იყო სამყარო უნიპოლარული, სადაც მხოლოდ ერთი ჰეგემონია არსებობდა, შეერთებული შტატების სახით, თუმცა გაჩნდა საერთაშორისო სისტემაში რევიზიონისტული ძალები, რომლებსაც არ მოსწონთ ეს უნიპოლარული სამყარო. ეს არის, პირველ შემთხვევაში ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად უკვე, პრაქტიკულად გაუთანაბრდა შეერთებულ შტატებს, ტექნოლოგიურადაც, განვითარების კუთხით და ასევე სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ რჩება რუსეთი მესამე აქტორად საერთაშორისო ასპარეზზე. აი, ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ე.წ. ძველი თეორიების დღის წესრიგში დაბრუნება. ვგულისხმობ ე.წ. ჰართლენდის და რიმლენდის დაპირისპირებას, სადაც რიმლენდის მეშვეობით, რომელიც გარს არტყავს ჰართლენდს, სადაც დღეს რუსეთი და ჩინეთი მდებარეობს, ამ რეგიონში, ამ სარტყელში უნდა დაიწყოს გარკვეულწილად არასტაბილურობის კერები, რომლებიც შეაკავებს სამომავლოდ ამ რევიზიონისტული ძალების აღზევებას მომავალში.
ზუსტად ამ რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის ამ შემთხვევაში უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება და ჩვენ პერიოდულად ვხედავთ ამ აფეთქებებს, რომლებიც არ არის ერთჯერადი დაპირისპირებები. ეს არ არის ამ ორ ქვეყნებს შორის დაპირისპირებები, ეს არის უფრო ფართო გაგების კონფლიქტები. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ პრაქტიკულად, ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩაერთოს“, – აღნიშნა შოთა თხელიძემ.