საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „შერატონ ბათუმში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „შერატონ ბათუმში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობებია წარმოდგენილი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს აცნობენ.

“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგებს წარადგენენ და იმ სარგებელზე საუბრობენ, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ.

ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო თამაში  წიგნების თარო, სადაც ახალგაზრდები ავლენენ ევროკავშირის ისტორიის, ლიტერატურისა და ევროპული ღირებულებების ცოდნას საინტერესო და სახალისო გზით.

ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უამრავი ადამიანი ადამიანი ესწრება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, აგრომარკეტ „უნიკალური ქართული გემოს“ ფარგლებში კი ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია და კერძები დაეგემოვნებინათ.

ღონისძიებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალის სანახავად, ესტუმრეთ European Union in Georgia-ს ვებ-გვერდს: https://eu4georgia.eu/ka/evropis-dge-batumshi/

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:

ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ევროკავშირის მიერ, პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ამჟამად, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.

საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებაში ეხმარება.

 გაიგეთ მეტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესახებ: www.euingeorgia.eu

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში – Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

გიორგი ჩადუნელი, მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი – +995599107333,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები