ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის ელჩს: ძვირფასო პაველ, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან, ხოლო, ზურგს უკან რასაც ფიქრობენ იმას ვერ გეტყვი, სტუმარი კაცი ხარ მაინც

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზუგდიდში ხაჭაპური აჩუქეს და უთხრეს: “ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ!”.

მეტრეველის თქმით, ის და ჰერჩინსკი ხშირად დადიან ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ახლოს მდებარე კაფეებში და სინამდვილეში, მას გამარჯობასაც ზრდილობისთვის ეუბნებიან.

“ძვირფასო პაველ, თბილისი მცირე ზომის ქალაქია, თქვენი წარმომადგენლობა ჩემი სახლიდან ზუსტად 20 მეტრში მდებარეობს. ჰოდა, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე, და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან, ხოლო ზურგს უკან რასაც ფიქრობენ იმას ვერ გეტყვი, რადგან სტუმარი კაცი ხარ მაინც.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები