საქსტატი: საქართველოში განთავსების საშუალებებში ვიზიტორთა დანახარჯები გაიზარდა

„2024 წელს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით,  განთავსების საშუალებებში, სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში საერთაშორისო ვიზიტორებმა 2023 წელთან შედარებით მეტი დახარჯეს,“- ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, საერთაშორისო ვიზიტორებმა განთავსების საშუალებებში დახარჯეს 4.8 მილიარდი ლარი, (4,807,937,671), რაც სრული ხარჯების 33.7%-ს შეადგენს და +2%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

„განთავსების საშუალებებში დანახარჯების ზრდასთან ერთად  2024 წელს,  საქართველოში, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მოცულობა – 4,425.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალშიც – მისი ოდენობა  963.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდა 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 10.3%-ს შეადგენს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები