„ამბავი ცისფერყანწელებზე“ – მწერალთა სახლში ლიტერატურული ლექცია-პერფორმანსების ციკლის პირველი საღამო გაიმართა
მწერალთა სახლში ლიტერატურული ლექცია-პერფორმანსების ციკლის – „ამბავი ცისფერყანწელებზე“ – პირველი საღამო გაიმართა.
ლიტერატორმა ნინო ჩხიკვიშვილმა ისაუბრა ცისფერყანწელთა ორდენის დაფუძნების ისტორიაზე, მათ წევრებზე და ცისფერყანწელების წვლილზე ქართულ სალიტერატურო ცხოვრებასა და კულტურული სივრცის გარდაქმნაში. მსახიობმა ნანა ხურითმა წაიკითხა ცისფერყანწელთა შემოქმედებიდან ლექსები და იმ ეპოქის ადამიანების მოგონებები.
შეხვედრის პარალელურად, მწერალთა სახლში ლექციის მსმენელებისთვის მოეწყო თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ცისფერყანწელთა ხელნაწერები, მწერლების ფოტოები და მათ მიერ გამოცემული პირველი ჟურნალის „ცისფერი ყანწები“ და „ოცნების ალმანახი“ ასლები.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება 28 თებერვალს, და მისი თემა იქნება პაოლო იაშვილი.
პროექტის მიზანია გააცოცხლოს ცისფერყანწელთა მოღვაწეობა და მსმენელისთვის იგი უფრო თვალსაჩინო გახადოს.