დავით მორგოშია თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან შეხვედრების ფარგლებში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №48ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა მოსახლეობას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.

„შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლა და შემდგომ მათი ოპერატიულად გადაწყვეტაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები