კულტურის სამინისტროში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ გიორგი ვაჩნაძესთან და სხვა ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და მინისტრის პირველ მოადგილე მაკა გურგენიძესთან შეხვედრაზე კონსერვატორიაში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დაისახა სამომავლო გეგმები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: კულტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ირინე გუგუნაშვილი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზაქარაია, თბილისის კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე და რექტორის მრჩეველი თათია ჩხეიძე.