ეროვნულ ბიბლიოთეკაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა
21 თებერვალი – მშობლიური ენის მსოფლიო დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის საკრებულოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით აღინიშნა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები (მწერლები, ჟურნალისტები, მთარგმნელები), რომლებიც უმცირესობათა ენებზე წერენ და თარგმნიან.
აუდიტორიას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„რამ შექმნა საქართველო? ამ კითხვაზე პასუხი ბევრია. საქართველო შექმნა ქართულად აღსრულებულმა ლოცვამ, როგორც ეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია. შემდეგ შექმნა ჩვენმა სულიერმა და კულტურულმა კონსტიტუციამ „ვეფხისტყაოსანმა“. აი კიდევ რამ შექმნა საქართველო – ჩვენმა მიმღებლობამ და მრავალფეროვნებამ. ადამიანები, რომლებიც ქართულ ენაზე მეტყველებენ და საკუთარ ენაზე ქმნიან ნაწარმოებებს, აერთიანებენ ამ კულტურებს და ახალ განზომილებაში გადაჰყავთ საქართველო. ისინი არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ჩვენი შვილები არიან“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
სტუმრებს ღონისძიების ბოლოს საჩუქრები გადაეცათ.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკოს გადაწყვეტილებითა და გაეროს რეზოლუციით არის აღიარებული. ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.
საქართველოშიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს. წელს