ირაკლი ქადაგიშვილი: გახარია ისეთი ადამიანია, რომლისგანაც ვერ გაიგებ კონკრეტიკას რა და როგორ უნდა
“გახარია ისეთი ადამიანია, რომლისგანაც ვერ გაიგებ კონკრეტიკას რა და როგორ უნდა”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რომელიც პარტია “გახარია საქართველოსთვის” მხრიდან საპარლამენტო მანდატების დატოვებას ეხებოდა.
მისი თქმით, საზოგადოება გახარიას ნაბიჯებში კონკრეტიკას ვერასდროს ვერ დაინახავს.
„გახარია ისეთი ადამიანია, რომლისგანაც ვერ გაიგებ კონკრეტიკას რა და როგორ უნდა. როდესაც ის პრემიერმინისტრობიდან გადადგა, წინა დღეს დეპუტატებს გვიმტკიცებდა, რომ თქვენგან ნაბიჯი უკან არ დავინახოო. მეორე დღეს გადადგა. ამიტომ, ასეთი ადამიანის ქცევის პროგნოზირება ჩემთვის გასაგებია, მაგრამ საზოგადოება მის ნაბიჯებში კონკრეტიკას ვერასდროს ვერ დაინახავს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.