ექსპერტი წერს, რომ ქართველი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა უცხოური ფულით კვლავ გრძელდება.
„არ წყდება ქართველი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვის პროცესი საქართველოში უცხო ქვეყნის ფულით. დეზინფორმაცია კიდევ უფრო დიდი დატვირთვით მიედინება სამიზნე ჯგუფებში, სადაც ახალგაზრდობა უპირატესია. მათ კარგად იციან, რომ ამ ბავშვებს ასაკიდან გამომდინარე, აგვისტოს ომიც კი არ უნახავთ და მათთან მუშაობა ამ მხრივ ადვილია. რუსეთის იმიჯზე ნაკლებად ვდარდობთ, ჩვენთვის მთავარი ტყუილებით გაზრდილი თაობაა.
წარსულში ჩარჩენილი ევროპის ხელმძღვანელობისთვის უკვე პოლიტიკური ბოღმის საკითხია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ამ სიტუაციაშიც კი არ წყვეტენ მუშაობას. მაშინ, როდესაც ევროკავშირი პოლიტიკურ კრიზისში შედის, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს, მაინც ჩვენთვის იცლიან და ცდილობენ ბოლო შხამიც ისროლონ ქვეყანაში. ისინი აგრძელებენ ახალგაზრდების რევოლუციონერად დატრენინგებას საქართველოში, თუმცა, ავიწყდებათ, რომ რევოლუცია მათ წიაღში მზადდება უკვე.
იმდენად სანატრელი გაუხდათ ევროპელ ლიდერებს საქართველოში ვადამდელი არჩევნები, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები თავად ევროპაში ვიხილოთ. შეუძლებელია ევროპის დღევანდელმა ლიდერშიპმა ტრამპის აგრესიულ პოლიტიკას  კიდევ 4 წელი გაუძლოს. ამას თავად ადგილობრივი მოსახლეობა არ დაუშვებს. ამიტომ, კეთილ რჩევას მივცემდით ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, იქნებ საკუთარ ახალგაზრდებს მიხედოთ, თორემ ხელში უკვე შაშხანები უჭირავთ შუაგულ ევროპაში. მძიმე დღეები აქვს ევროპას და ისე არ მოხდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების თანამონაწილეობაც გახდეს საჭირო თქვენთან დანთებული ცეცხლის ჩაქრობაში,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.