გიორგი ვოლსკი: უკრაინას არაერთხელ გამოვუცხადეთ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მუდმივად უტევდა საქართველოს ხელისუფლებას

“უკრაინას არაერთხელ გამოვუცხადეთ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მუდმივად უტევდა საქართველოს ხელისუფლებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესი ომის შეწყვეტაა.

“რასაკვირველია, ინტერვენცია რუსეთის მხრიდან მოხდა, ამას თქმა არ უნდა. მაგრამ ამის წინაპირობები იყო ძალიან ბევრი. საქართველოსთვის მნიშვნელობა აქვს იმას, ამ ტურბულენტურ სიტუაციაში გადარჩეს. უკრაინისთვის არც ერთხელ არც დაგვიყვედრებია და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ არაერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მუდმივად უტევდა საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მისი გადაგდებისკენ მოუწოდებდა. ტრამპსაც თავისი დამოკიდებულებები აქვს ზელენსკის მიმართ, მაგრამ ჩვენი ინტერესი რა არის, ეს არის მთავარი. ჩვენი ინტერესი არის ომის შეწყვეტა და მსოფლიოს გადაწყობა სამშვიდობო პროცესებზე. მე არ მგონია, უკრაინა ტრამპმა მიატოვოს რუსეთის აგრესიის წინაშე,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები