ზელენსკი: უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის აშშ-ის პრეზიდენტთან
პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან – კარგი დისკუსია, მნიშვნელოვანი დეტალები. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მთელი დახმარებისთვის და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის რომ ამერიკის სიძლიერე იგრძნობოდეს. დეტალური საუბარი გვქონდა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, როგორ დავაბრუნოთ ჩვენი ომის ტყვეები, უსაფრთხოების ეფექტიან გარანტიებზე.
ამ ომის სულ პირველივე წამიდან უკრაინა მშვიდობას ეძებდა. ჩვენ უნდა და შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს – რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება“, – აცხადებს ზელენსკი.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე იბრძვის მშვიდობისაკენ.
მისივე თქმით, კიევს ვაშინგტონთან ერთად შეუძლია და უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა, რათა რუსეთი აღარასოდეს დაბრუნდეს ომით.
„უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. შევთავაზეთ შედეგების მიღწევის ყველაზე სწრაფი და ყველაზე კონსტრუქციული გზა. ჩვენი გუნდი 24/7-ზე მზადაა იმუშაოს.
წარმატება ყველას გვაერთიანებს. უკრაინა-შეერთებული შტატების ძლიერი ურთიერთობები მთელს მსოფლიოს არგებს.
მადლობას ვუხდი გენერალ კელოგს ერთობლივი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა ზელენსკიმ.