თბილისის რამდენიმე დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება
ბოლო ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა, ტექნიკური მარილი დაიყარა: დიდ დიღომში, მუხათგვერდის გზაზე, პატარა და დიდი ლილოს დასახლებებში, აეროპორტის გზატკეცილზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხინვალას დასახლებაში, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთის, წყნეთისა და ბეთანიის ცენტრალურ ქუჩებზე, სოფელ ახალდაბაში, დიდგორსა და თელოვანში.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – ნათქვამია ინფორმაციაში.