ჯეი დი ვენსი: ზელენსკის ქვეყანა ვერ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას
მისი ქვეყანა ვერ იარსებებდა ამერიკის შეერთებული შტატების გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსი მიიჩნევს, რომ ზელენსკის უკეთესი კონსულტანტები უნდა ჰყავდეს.
„პრეზიდენტს თუ არ ეთანხმები, აიღე ტელეფონი და დაურეკე მას ან დაურეკე ჩვენს რომელიმე დიდებულ დიპლომატს. ნუ გაემგზავრები მედიატურში, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს. ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია. ყველა ჩვენგანი, ვინც იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ მისი საჯაროდ ლანძღვა არ არის გზა იმისთვის, რომ მას აზრი შეაცვლევინოთ. ვფიქრობ, ზელენსკის უკეთესი კონსულტანტები უნდა ჰყავდეს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.