ქვესადგური “საბურთალო-1” გაიხსნა

კომპანია “თელასმა” 35/6-კილოვოლტიან ქვესადგურში “საბურთალო-1” ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორის სამონტაჟე სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით საბურთალოს რაიონის 23 200 აბონენტს უზრუნველყოფს.
ქვესადგურში “საბურთალო-1″ მოძველებული 25-მეგავოლტამპერიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი შეიცვალა ახალი, უფრო მძლავრი 32-მეგავოლტამპერიანი თანამედროვე სტანდარტების ტრანსფორმატორით, რომელიც მუშაობის ხანგრძლივობით, საიმედოობით და გადატვირთვების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა.
ახალი ტრანსფორმატორის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ,,ინტერ რაოს” ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს “თელასის” გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.
ბოლო 10 წლის მანძილზე კომპანია “თელასმა” პირველად დაამონტაჟა ასეთი სიმძლავრის ტრანსფორმატორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და სწრაფად მზარდი რაიონის ელექტროქსელის გაფართოების და განვითარებისთვის. ჩატარებული სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გაიზრდება მოსახლეობის და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტების – წყალსადენის, მეტროპოლიტენის, ტელევიზიის, საავადმყოფოების, სამრეწველო ობიექტების ენერგომომარაგების საიმედოობა და ხარისხი.
კომპანია “თელასი” მომავალშიც აპირებს, განახორციელოს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები