მოსკოვის ოლქზე დრონების მასიურ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვის ოლქის დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, “მირატორგის” თანამშრომელი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

“5:14 საათზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოში მირატორგის სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. შემთხვევის შედეგად, სამწუხაროდ, არის ერთი დაღუპული და ორი დაშავებული კომპანიის თანამშრომელი. დაშავებულები გადაიყვანეს ქალაქ ვიდანოიესა და დომოდედოვოს სამედიცინო დაწესებულებებში”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 91 თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები