შალვა პაპუაშვილი: ეროვნული ბიბლიოთეკა 10 მარტიდან იქნება უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავისი სტატუსით აიწევს, ვინაიდან ექნება ცალკე სამართალ სუბიექტურობა, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა

„ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ აღარ იქნება” -ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„10 მარტიდან იქნება უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც თავისი სტატუსით აიწევს, ვინაიდან ექნება ცალკე სამართალ სუბიექტურობა, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. იყო პარლამენტთან არსებული დაწესებულება და თან არ ჰქონდა არანაირი სუბიექტურობა. დეპარტამენტიც კი არ იყო, ინსტიტუციაც კი არ იყო, რომელსაც ცალკე სამართლებრივი სუბიექტურობა ექნება. ეს სტატუსი აიწევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დღემდე ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო საქმიანობისას კოორდინირებს კულტურის სამინისტროსთან ამიტომ, ის გადავა ამ უწყების მმართველობის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები