ვაშინგტონში, სამოქალაქო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად არავინ გადარჩენილა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, გადარჩენილები არ არიან“, – თქვა პრეზიდენტმა თეთრ სახლში.
როგორც ცნობილია, სამოქალაქო თვითმფრინავი აშშ-ის უმსხვილეს ავიაკომპანიას, American Airlines ეკუთვნოდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, ვერტმფრენში კი ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.