ლევან მაჭავარიანი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან

“როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან რამდენიმე ფაქტორზე იყო დამოკიდებული.

“ურთიერთობის რესურსი რჩება და ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან დამოკიდებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. ეს იყო საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ამერიკაში ჩატარებული არჩევნები ორივე დამთავრდა სასურველი შედეგით, რომ ვერ გაემარჯვა ბატონ ტრამპს, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებდით „დემოკრატების“ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას, თუმცა თქვენ თვითონ ატყობთ რამდენი თანხვედრა არის ღირებულებების ნაწილში ბატონ ტრამპთან.

მთავარი კომპონენტი ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და იმედია, რომ ეს ტრაგედია მალე მორჩება. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება ის ცუდი ინტერესი, რაც იყო საქართველოს მიმართ, მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და შესაბამისად ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები