“მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას არავითარი რესურსი არ გააჩნია” – მიქანაძე

“მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას არავითარი რესურსი არ გააჩნია”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ აქვს.

“სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, განსაკუთრებით ზუგდიდში გაკეთებული განცხადება მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ საბოლოოდ დარწმუნდა, მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მათ არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. ის, როგორც საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი ცდილობს რაიმე დასაყრდენი იპოვოს და ამ არარსებულ ძალას სათავეში ჩაუდგეს. თუმცა, როდესაც ხედავს, რომ ეს არ გამოდის ისევ აგრძელებს კონსულტაციებს რადიკალურ ოპოზიციასთან.

როგორც აქამდე, არავითარი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა, არავითარი შედეგი მათ მავნებლურ საქმიანობას არ მოუტანია, ანალოგიურად, არავითარ სერიოზულ ნაბიჯებს მათგან არ ველოდები, შეუძლებელიც არის იმიტომ, რომ ისინი ყველანაირი რესურსისგან არიან დაცლილნი”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები