აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებული შედეგები, ახალი მთავრობა და მისი მინისტრად დანიშვნა

“მინდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებული შედეგები, ახალი მთავრობა და მისი მინისტრად დანიშვნა. ვუსურვებ წარმატებებს მის სამომავლო საქმიანობაში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა.

„მისთვის ეს პირველი საგარეო ვიზიტია და ეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების, პარტნიორობის მაღალი დონის მაჩვენებელია. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ისტორიული კავშირები, რომელსაც გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

ჩვენს ურთიერთობებს 35-წლიანი თარიღი აქვს და ეს ურთიერთობა ტრადიციების, სახელმწიფოებრიობის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. გვქონდა რთული პერიოდები, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით. თუ გადავხედავთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას, ყოველთვის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. გვქონდა ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა. ბუნებრივია, რომ ჩვენ დღეს ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები