ზელენსკი: აშშ-მა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მიაწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მიაწოდა.

„ბოლომდე ვერ გავიგე და ვერც გავიგებ, როცა ჩვენთან ადამიანები იღუპებიან, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა იმდენი გვაქვს, რამდენიც გვაქვს. რატომ არ გაგვაძლიერა ამერიკამ Patriot-ის სისტემებით? ვამბობ ამერიკას, იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა იქ ინახება. ამის გაგება ჩემთვის რთულია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის წარმავალ ადმინისტრაციას რუსეთის შეჭრამდე მეტ იარაღს და პრევენციული სანქციების დაწესებას სთხოვდა.

ამის მიუხედავად, ზელენსკიმ თქვა, რომ ის გაწეული დახმარების გამო აშშ-ის ადმინისტრაციის მადლიერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები