“ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას; არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან მოხდება და ვინ იქნება დაზარალებული” – მაჭავარიანი

“ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ასეთი ფაქტი და ძალადობა. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან მოხდება და ვინ იქნება დაზარალებული”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

„ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი, რაც მიმდინარეობს პოლიტიკოსებზეც, ჩვენ ამასაც ძალადობაში ვთვლით. ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსი ამას არ ეხმიანება და პირიქით, ახალისებენ.

გუშინდელ კადრებში მე რაც ვნახე, ის იყო, რომ ბატონმა გახარიამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა ბატონ დიმიტრი სამხარაძეზე და შემდეგ უკვე რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო. ამ თემაზე რა თქმა უნდა გამოძიება დაწყებულია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები