საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი საკუთარ საზღვრებზე თავდასხმას არ შეეგუება

ევროკავშირი არცერთ ქვეყანას არ მისცემს ნებას, თავს დაესხას მის სუვერენულ საზღვრებს,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

ბარომ ეს განცხადება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გრენლანდიასთან მიმართებით მისი გეგმების საპასუხოდ გააკეთა.

„ნათელია, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, მსოფლიოს სხვა ქვეყნები თავს დაესხნენ მის სუვერენულ საზღვრებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ. თქვენ თუ მეკითხებით, ვფიქრობ თუ არა, რომ აშშ შეიჭრება გრენლანდიაში, ჩემი პასუხია – არა. მაგრამ შევედით თუ არა ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც გადარჩება ყველაზე ძლიერი? მაშინ ჩემი პასუხია – დიახ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები