ირაკლი ქადაგიშვილი მაკრონის განცხადებაზე: ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად

სამწუხაროა, როდესაც ისეთი დიდი ქვეყნის, როგორიც საფრანგეთია, პრეზიდენტი არაკომპეტენტურია. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა და ამიტომ, ვერავითარ ჩაყრაზე აქ ვერ იქნება საუბარი, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შეფასებისას.

„როდესაც ასეთ არაკომპეტენტურ ინფორმაციაზე ან არაკომპეტენტურ ანალიზზე ეყრდნობა რაიმე განცხადება, ეს განცხადება ფასს კარგავს. კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი იყო ჩარეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები