გურჯაანში ალილოს მსვლელობა გაიმართა

გურჯაანში ტრადიციული ალილო გაიმართა. დილიდან მომლოცველებმა შეკრება სამების საკათედრო ტაძართან დაიწყეს, საიდანაც მსვლელობა მოეწყო.

სასულიერო პირებმა, ქრისტესშობის მახარობლებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ლოცვით და გალობით ფეხით შემოიარეს.

ალილოს შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლება. გურჯაანის მერმა მათ ტკბილეული გადასცა. შემოწირულობა სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები