ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი “ჰუსიტების” წინააღმდეგ ქმედებებს გააგრძელებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შეიარაღებული ძალები ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მოქმედებებს განაგრძობს.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს არამხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხდება. მან „ჰუსიტები“ საერთაშორისო წესრიგის დარღვევასა და საზღვაო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ისევე მტკიცედ ვიმოქმედებთ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, როგორც ეს ირანული ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მოხდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ მიერ თელ-ავივის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო ჰოდეიდას პორტზე იერიში მიიტანეს.