ორბანმა რუსეთიდან გაზის ტრანზიტის მიზნით “ხრიკი” მოიფიქრა

ბუდაპეშტი აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან და კიევთან გაზის ტრანზიტის შესანარჩუნებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის იმპორტირებულია თურქული ნაკადის მილსადენით. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება Reuters-ი.

„ჩვენ ახლა ვცდით ხრიკს… რა მოხდება, თუ გაზი, როდესაც ის შემოდის უკრაინის ტერიტორიაზე, აღარ იქნება რუსული, არამედ იქნება მყიდველების საკუთრება, ასე რომ, უკრაინაში შემოსული გაზი აღარ იქნება რუსული მაგრამ უნგრელი იქნება, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, „მოლაპარაკებები გრძელდება“ და ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა ამაზე უკრაინა და რუსეთი. ამასთან, თავად უნგრეთი არ აცხადებს უარს უკრაინის სატრანზიტო მარშრუტზე.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უნგრეთმა დაახლოებით 7,5 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შემოიტანა თურქული ნაკადის გაზსადენით და დამატებითი მოცულობები რუმინეთის გავლით. ორბანის თქმით, შიდა გაზის წარმოება დაახლოებით 1-1,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები