მდინარაძე – ოპოზიციაზე: მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით – “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა”
“დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით 400 ათასი ადამიანი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000.
ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით – “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა”, – წერს მდინარაძე.