“არჩევნების დანიშვნის არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძვლები ფიზიკურად არ არსებობს” – ლადო ბოჟაძე
“სალომე ზურაბიშვილი დღესაც შეეცდება რადიკალური განცხადებები გააკეთოს, ჩვენ არ ვიცით, გადაწყვეტს თუ არა, გამოაცხადოს და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რაც უკვე სასაცილოც აღარ არის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
„არჩევნების დანიშვნის არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძვლები ფიზიკურად არ არსებობს. ამას ასევე ადასტურებს ეუთო-ს დასკვნა. ამიტომ, თუ ვინმეს სურს, მოემზადოს არჩევნებისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს. თვითმმართველობის არჩევნები კი 2025 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ამ არჩევნებამდე სულ ფაქტობრივად რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამიტომ მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბოჟაძემ.