“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ალენ ბერსეს ვიზიტი შეფასდა ევროკავშირის გადმოსახედიდან, რაც გაჟღერდა ოლაფ შოლცის განცხადებაში, რომ ევროკავშირი ელოდება ალენ ბერსეს მიგნებებს” – თამარ ტალიაშვილი
“მხოლოდ მისთვის, ვისაც უნდა, რომ მართლმსაჯულება იყოს ფეხქვეშ გათელილი, ვისაც აწყობს დესტრუქციული პროცესები, შეიძლება – იყოს მიუღებელი ალენ ბერსეს მოწოდება, დიალოგის მეშვეობით გადაწყდეს ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელთან დაკავშირებითაც მხარეები და პოლიტიკური პროცესის აქტორები ვერ თანხმდებიან”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში, თამარ ტალიაშვილმა „იმედის კვირა“-ში ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ალენ ბერსეს ვიზიტი შეფასდა ასევე ევროკავშირის გადმოსახედიდან, რომელიც გაჟღერდა ოლაფ შოლცის განცხადებაში, როდესაც მან თქვა, რომ ის დაელოდება და ევროკავშირი ელოდება ასევე ალენ ბერსეს მიგნებებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა გადადგას თავისი შემდგომი ნაბიჯები“, – აღნიშნა ტალიაშვილმა.