“არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილი

“არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო, მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, რომლის ვეტერანებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები