იონათამიშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: ვისაც სკამი ასე ძალიან უყვარს, ის საქმიანობას მძიმედ ამთავრებს
“სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საკუთარი სკამი ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ვისაც საკუთარი სკამი ასე ძალიან უყვარს, ის საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა მხრივ, ყველაფერი მანიპულაციაა.
„სხვა მხრივ, ყველაფერი მანიპულაციაა. ვფიქრობ, საქართველოში არც მას და არც სხვას არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.