გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არანაირი სანქცია და რესურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და თუნდაც იმ მილიონ ას ოცი ათას ადამიანს უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს

„ის რომ საქართველომ საგარეო კურსი შეცვალა და მით უმეტეს დემოკრატიიდან უკან დაიხია, იმხელა აბსურდია, რომ მხოლოდ მიკერძოებულ მიდგომაზეა შესაძლებელი საუბარი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა.

მან კომენტარი „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების შესახებ გააკეთა.

„არ არსებობს არანაირი სანქცია და რესურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და თუნდაც იმ მილიონ ას ოცი ათას ადამიანს უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს და ქვეყნის ინტერესებს დაათმობინებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები