ლევან მახაშვილი: პროკურატურის შუალედური დასკვნითაც და სხვა დასკვნებითაც გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ახალი არჩევნების მოთხოვნის

,,ვინც ხელახალ არჩევნებს ითხოვს, ერთადერთი მიზანი აქვს ამისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„პროკურატურის შუალედური დასკვნითაც და სხვა დასკვნებითაც გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ, რომ აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ არსებობს ახალი არჩევნების მოთხოვნის. ვინც ამას ითხოვს, ერთადერთი მიზანი აქვს ამისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები