გურამ მაჭარაშვილი: ეფექტური იყო ჩვენი ეს პოლიტიკა, რომ სიმართლეს ვეუბნებოდით საზოგადოებას

“მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ მე არ დაგიმალავთ სიმართლეს და გეტყვით, რაც ხდება კულუარებში იმიტომ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. თქვენ ნახეთ, დადგა ეს შედეგი. ეფექტური იყო ჩვენი ეს პოლიტიკა, რომ სიმართლეს ვეუბნებოდით საზოგადოებას და მიხეილ ყაველაშვილი აქ ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი იყო”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბოლო წლებში ისეთი პრეზიდენტები ჰყავდა, რომ საზოგადოება ამ ინსტიტუციას არასანდოდ უყურებს. მისივე განმარტებით, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი შევა საპრეზიდენტო ინსტიტუციაში, ისტორიული ფაქტი დადგება.

„ძალიან მალე, მყისიერად დაუბრუნდება ნდობა საპრეზიდენტო ინსტიტუციას საქართველოში და გაიგებს ადამიანები იმას, თუ რამდენად ნორმალური და სწორია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს სწორედ ეროვნული იდენტობის მატარებელი – იცავდეს საკუთარი ქვეყნის და არა უცხო ქვეყნის ინტერესებს.

რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნებთან, პარტნიორულ ურთიერთობებში პრეზიდენტს თავისი ფორმალური, მაგრამ თავისი როლი გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის საქართველოს კონსტიტუციის გარანტია და არა სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებელი და თავისი ხალხის ინტერესების გარანტი. აქედან გამომდინარეობს სწორედ ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ იმედი, რომ მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საზოგადოებას სწორედ და ის მიზეზი, რისთვისაც ჩვენ დავტოვეთ „ქართული ოცნება“ და დავიწყეთ სიმართლის თქმა საზოგადოების მიმართ, იყო სწორედ ეს – ხალხის მსახურება. მიხეილ ყაველაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა გადადგა ეს ნაბიჯი და მან საზოგადოებას უთხრა, რომ მე არ დაგიმალავთ სიმართლეს და გეტყვით, რაც ხდება კულუარებში იმიტომ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. თქვენ ნახეთ, დადგა ეს შედეგი. ეფექტური იყო ჩვენი ეს პოლიტიკა, რომ სიმართლეს ვეუბნებოდით საზოგადოებას და მიხეილ ყაველაშვილი აქ ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი იყო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. ის საარჩევნო კოლეგიამ აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები