ვარლამ ლიპარტელიანი: ხვიჩას ვერაფერს ვერ დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება

“ხვიჩას ვერაფერს ვერ დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვარლამ ლიპარტელიანი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებებს.

„ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი [ოპოზიციის მხარდამჭერების] მხრიდან. პირველ რიგში ეს მათ აყენებთ ზიანს გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ. ამას ყველა ხვდება და აცნობიერებს. ეს მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს ვერ დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები