“საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის ელჩს შორის იყო ძალიან ნაყოფიერი, საქმიანი შეხვედრა” – ლევან მახაშვილი
“ჩვენთვის ეს არ არის გასაკვირი იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანია საკონსტიტუციო სივრციდან არის გასული”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ევროკავშირის ელჩის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
“ჩვენთვის ეს არ არის გასაკვირი იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანია საკონსტიტუციო სივრციდან არის გასული. ალბათ, ახლა მაინც გამოჩნდა რეალურად ვინ არიან ის პირები, რომელთათვისაც საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა არის მათი დღის წესრიგის ნაწილი. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, ჩვენ ვხედავთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის ელჩს შორის იყო ძალიან ნაყოფიერი, საქმიანი შეხვედრა. მინდა მოვუწოდო სხვებსაც, რომ ხელი შეუწყონ ამავე პროცესს, ნაცვლად, ასეთი იძულებით, ზეწოლით, ბულინგით, მათ შორის საკუთარ დიპლომატებსვე ხელი შეუშალონ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას,” – აღნიშნა მახაშვილმა.