“მძლავრი პიროტექნიკის ქაოტურად გამოყენება არ შეიძლება, რეგულაციების მიღება აუცილებელია” – გურამ მაჭარაშვილი
“მძლავრი პიროტექნიკის ქაოტურად გამოყენება არ შეიძლება, რეგულაციების მიღება აუცილებელია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პიროტექნიკას ადამიანების დაზიანება შეუძლია.
„პიროტექნიკის შესახებ ინიციატივა მანამდეც გვქონდა, რომ არ შეიძლება ქაოტურად ხდებოდეს მძლავრი პიროტექნიკის გამოყენება. ბუნებრივია, ეს რეგულაციებში უნდა მოექცეს. მართალია, ცეცხლსასროლი იარაღის ტოლფასი არ არის, მაგრამ ბევრი ისეთი პიროტექნიკა არის, რომელსაც ადამიანების დაზიანება შეუძლია. არაერთი ფაქტი ვნახეთ, როცა პიროტექნიკით ადამიანები დაზიანდნენ. შესაბამისად, მსგავსი რეგულაციების მიღება აუცილებელია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.