საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
კომიტეტის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.