ირაკლი ქადაგიშვილი: ის მედია ტერორისტები, რომლებიც მედიას ფლობდნენ და ატერორებდნენ, დღეს ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ მედიაზე, რომელიც მათ პოზიციას არ ექვემდებარება
,,ის მედია ტერორისტები, რომლებიც მედიას ფლობდნენ, ატერორებდნენ და ერთი „ნიუს რუმიდან“ მართავდნენ, დღეს ცდილობენ, რომ მედია, რომელიც მათ პოზიციას არ ექვემდებარება, დააბულინგონ და ზემოქმედება მოახდინონ მასზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ელჩები იტყვიან, რომ ყველა მედიას დაცვა სჭირდება.
„ელჩები რომ იყვნენ ერთი კონკრეტული მედიასაშუალების ჟურნალისტის მოსანახულებლად კარგია, მაგრამ, კარგი იქნება თუ წამოსცდებათ სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მედია მრავალფეროვანია და ყველა მედიას დაცვა სჭირდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.