მამუკა მდინარაძე: საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სექტორის გაჯანსაღება.
„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.