სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება.

ხსენებულ სიახლეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები