“რუსულმა მედიასაშუალებებმაც კი აღიარეს, რომ “ნაცების” დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ” – მამუკა მდინარაძე
“იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ “ნაცების” დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როგორც ჩანს, “ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ”.
“მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და “ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება? – გაბრაზებული სახით მეკითხება”, – წერს მდინარაძე.